შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იკრძალება თუ არა მიკროავტობუსების მოძრაობა სამცხე-ჯავახეთში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 მარტი 2020
იკრძალება თუ არა მიკროავტობუსების მოძრაობა სამცხე-ჯავახეთში მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 18.03.2020 დღეს, 18 მარტს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთ–ერთ საკითხად ტრანსპორტთან დაკავშირებული რეგულაციები განიხილეს. შეხვედრას მხარის გუბერნატორი, მუნიციპალიტეტის მერები, სეს-ის წარმომადგენელი, სამსახურის უფროსები, რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელები და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტის მოძრაობა არ აიკრძალება, თუმცა მოქალაქეებს და სატრანსპორტო კომპანიებს რიგი წესების დაცვა მოუწევთ.ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა დროებით შეჩერდა. რაც შეეხება საქალაქთაშორისო და სოფლების მიმართულებით მოძრაობას, ამ კუთხით შეზღუდვა არ არის. ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის განცხადებით, მგზავრებს გარკვეული დისტანციის დაცვა მოუწევთ, ასევე ტრანსპორტს ხშირად ჩაუტარდება დეზინფექცია. ამ ყველაფერს კი მუნიციპალიტეტის მერია გააკონტროლებს.ამისთვის მერის წარმომადგენლებს დაევალათ, გააფრთხილონ ადგილობრივები, რომ განსაკუთრბული საჭიროების გარეშე, არ გადაადგილდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მაინც გადაიტვირთა მიკროავტუბუსები, შეწყდება მიმოსვლა.რაც შეეხება ბორჯომს, აქ კერძო კომპანიების მიკროავტობუსების მოძრაობა აიკრძალა, თუმცა მოქალაქეებს როგორც ქალაქში, ისე სოფლებში მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურებათ.„ქალაქში აიკრძალება კერძო მიკროავტობუსები. მაგალითად არის ახალი უბანი, სოფელი ლიკანი, ვაშლოვანა და ახალდაბა, აღნიშნული მიმართულებით, კერძო კომპანიის მიკროავტობუსები მოძრაობდნენ. 10 ავტობუსი ჰყავს მუნიციპალიტეტს საკუთრებაში მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა არ ექნებათ“, - ამბობს ზაალიშვილი და ამატებს, რომ დამატებით 10 ავტობუსი ბაკურიანში მოძრაობს, საჭიროების შემთხვევაში, მათაც სოფლებზე გადაანაწილებს, „10 ავტობუსი თბილისის მერიამ ბაკურიანში ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გადმოგვცა. იმ ავტობუსებსაც საჭიროების შესაბამისად გამოვიყენებთ“.რაც შეეხება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებს, ყველა მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მიკროავტობუსების მუშაობა, თუმცა ხშირად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები.მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის განმარტებით, სოფელში მცხოვრებლებისთვის განსაკუთრებით რთული იქნებოდა თუ მიმოსვლას აკრძალავდნენ, რადგან მათ საკუთარი პროდუქცია გასაყიდად ბაზარში სწორედ ამ ტრანსპორტით მოაქვთ.თათბირზე ტრანსპორტის საკითხის გარდა, თვითიზოლაციის დამრღვევ პირთა მიმართ მკაცრ ღონისძიებებზე, რეგიონში კვების, სათამაშო და თავშეყრის ადგილების დროებით დახურვაზე ისაუბრეს.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია