შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებულები სამუშაოების დროებით შეჩერებას ითხოვენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 მარტი 2020
ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებულები სამუშაოების დროებით შეჩერებას ითხოვენ მთავარი → სიახლე, საზოგადოება 19.03.2020 ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ახალქალაქის მონაკვეთზე დასაქმებული მუშები ხელმძღვანელობას სამუშაოების დროებით შეჩერებას სთხოვენ. მათი თქმით, მუშაობის გაგრძელება სახიფათოა, რადგან ადგილზე ჰიგიენური პირობები დაცული არ არის. კორონავირუსის გამო, პანდემიის პირობებში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ. მათი თქმით, ხელმძღვანელობა ამ საკითხზე არ ესაუბრებათ, თავად კი პრევენციის მიზნით, სურთ სამუშაოები შეჩერდეს.„იქნებ ერთი ორი კვირა ჩვენც გავჩერდეთ. აქ რამდენიმე ეროვნების ხალხი ვართ და ყველას გვინდა გაჩერება. ჯერ ერთი, ოთახში შვიდი ადამიანი ვწევართ, ვიწრო ოთახია და თანაც ჰიგიენური პირობები არ გვაქვს. ასევე საჭმელის მხრივაც, კარგი იქნება თუ სურსათის საგენტო ამოვა და შეამოწმებს რა პირობები გვაქვს“, - აცხადებს რკინიგზაზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ახალქალაქი-მარაბდის მონაკვეთზე ამ 2019 წლის აგვისტოდან კომპანია „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთის“ საქართველოს ფილიალი მუშაობს. მათი წარმომადგენლის თქმით, პრევენციის მიზნით, მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მუშები დროებით დაასვენეს, თუმცა სამუშაოები შეჩერდება თუ არა ეს ცენტრალურ ოფისში უნდა გადაწყვიტონ.„ჯერ-ჯერობით სამუშაოები არ შეგვიჩერებია, ამას ცენტრალური ოფისი გეგმავს ხოლმე და ჩვენ ვასრულებთ. ვამცირებთ სამუშაოს, მაგრამ სრულად არ ვაჩერებთ. რისკის ქვეშ ვინც არის, ასაკიანები იმათ ორ კვირიანი დასვენება მივეცით, რომ იზოლაციაში იყვნენ. ყველას ავუხსენით სიტუაცია და გაიგეს“, - აცხადებს კომპანიის თარჯიმანი როვშან გასანოვი.რკინიგზაზე დასაქმებულები კი ამბობენ, რომ სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით ისინი ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებას აპირებენ. ცნობისთვის, ეს ის მუშები არიან, რომლებიც 2019 წლის ივლისში, რამდენიმეთვიან უხელფასობას აპროტესტებდნენ. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია