შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეჩეთებში პარასკევის ლოცვები აღარ აღევლინება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 მარტი 2020
მეჩეთებში პარასკევის ლოცვები აღარ აღევლინება მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 19.03.2020 სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვა დროებით შეჩერდება. მუსლიმთა სამმართველომ გადაწყვეტილება სხდომაზე მიიღო. თემის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, მეჩეთებში პარასკევის ლოცვისგან მორწმუნეები გათავისუფლებულები არიან. „იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელების სერიოზული საფრთხე დგას, ამავე დროს, მსოფლიოს მუსლიმური ქვეყნების უმრავლესობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვიღებთ გადაწყვეტილებას დროებით შეჩერდეს მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვა. ვინაიდან ისლამის მიხედვით, პარასკევის ლოცვა მხოლოდ მეჩეთებში ჯამაღეთით სრულდება, აღნიშნული ლოცვის ვალდებულება ეკისრება პირს, თუ ის გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს, მათ შორის: პიროვნება უნდა იყოს თავისუფალი“, - ნათქვამია განცხადებაში.მათივე ინფორმაციით, ლოცვის ვალდებულება არ ეკისრება პატიმარს, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანს - „ პარასკევის ლოცვის ნაცვლად, საკუთარ სახლებში შუადღის ლოცვა შესრულდება“.განცხადების მეორე პუნქტში ნათქვამია, რომ მეჩეთებში გაგრძელდება ეზნის კითხვა და ღია დარჩება ლოცვის ინდივიდუალურად შესრულება მსურველთათვის.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია