შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომის ბაღებმა მალფუჭებადი პროდუქტი უფასო სასადილოს გადასცეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 მარტი 2020
ბორჯომის ბაღებმა მალფუჭებადი პროდუქტი უფასო სასადილოს გადასცეს მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 19.03.2020 ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ ის პროდუქტები, რომლებიც მალფუჭებადია, სათნოების სახლში მიიტანა. როგორც, ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი, ნინო ბენდელიანი ამბობს, მალფუჭებადი პროდუქტი, რომელიც არაგეგმიურ არდადეგებამდე დარჩათ, უფასო სასდილოს ორ ეტაპად გადასცეს.„ჩვენ დიდი რაოდენობის ნაშთი არ გვქონდა, ყველა მომწოდებელმა გაგვიუქმა შეკვეთა. მალფუჭებადი პროდუქტი, რაც გვქონდა ბორჯომის უფასო სასადილოს მივუტანეთ, ხვალ კიდევ ვაპირებთ მათთვის ბოსტნეულის მიტანას,“–ამბობს ნინო ბენდელიანი.რაც შეეხება დანარჩენ პროდუქტს, მათ შენახვის ვადა არ გასვლია.„ჩვენ დათვლილი გვაქვს რაოდენობა სოციალურად დაუცველების, მრავალშვილიანების და თუ მითითება იქნება პროდუქტის გადაცემის, დავურიგებთ. ჯერჯერობით აქვს პროდუქტს შენახვის ვადა დიდი ხნით,“–ამბობს ბენდელიანი.ბორჯომის მუნიციპალიტეტში ამ ეტაბზე 11 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა. ბაღებში კორონავირუსთან დაკავშირებით არდადეგები მიმდინარე წლის 29 თებერვალს გამოცხადდა. [ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია