შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინოწმინდასთან ახლოს მდებარე ტბაში თევზი დაიხოცა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 მარტი 2020
ნინოწმინდასთან ახლოს მდებარე ტბაში თევზი დაიხოცა მთავარი → სიახლე, შემთხვევა 19.03.2020 ადგილობრივებმა ტბაში მკვდარი თევზი 18 მარტს შეამჩნიეს, რა გახდა მათი დახოცვის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ფოტო: რადიო ნორიადგილობრივების თქმით ეს არის ხელოვნური ტბა და მდებარეობს ნინოწმინდასა და სოფელ დიდ ხანჩალს შორის. ადრე ამ წყალსაცავს ნაკვეთების მოსარწყავად იყენებდნენ. თევზი ტბაში (კარასი, იგივე კარჩხანა) 2016 წელს გაჩნდა. ინფორმაციას რადიო "ნორი" ავრცელებს.გასულ კვირას მკვდარი თევზი გამორიყა ახალქალაქში, სოფელ ბავრაში მდებარე ტბამაც.სპეციალისტებმა წყლის და თევზის ნიმუშები შესამოწმებლად წაიღეს, თუმცა რა გახდა თევზის დახოცვის მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის. სპეციალისტები ერთ–ერთ ვერსიად წყალში ჟანგბადის ნაკლებობას ასახელებენ. შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბავრას ტბიდან 2.5 ტონამდე მკვდარი თევზი ამოიღეს და მიმდებარე ტერიტორიაზე დამარხეს.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
გაზეთი ბოლნისი

2018 წლის ანგარიში