შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომ იხოცება ჯავახეთის ტბებში თევზი - იქთიოლოგების შეფასებები

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 მარტი 2020
რატომ იხოცება ჯავახეთის ტბებში თევზი - იქთიოლოგების შეფასებები მთავარი → სიახლე, საზოგადოება 20.03.2020 ბოლო 11 დღის განმავლობაში, ჯავახეთის სამ სხვადასხვა ტბაში თევზი მასობრივად დაიხოცა. მიზეზის გასარკვევად, სინჯები სახელმწიფო უწყებებმა აიღეს, თუმცა პასუხები ამ დრომდე ცნობილი არ არის. სპეციალისტები რამდენიმე გამომწვევ მიზეზს ასახელებენ. ახალქალაქის სოფელ ბავრას შემდეგ, მკვდარი თევზი ტონობით გამოირიყა ნინოწმინდის ტბა თორიადან და კიდევ ერთი მცირე წყალსაცავიდან. სამივე შემთხვევაში დანაკარგი დიდია - ნაპირზე მკვდარი თევზი „კარასის“ სახეობა ყრია. დახოცილი თევზი ტბების ნაპირებზე ადგილობრივებმა შეამჩნიეს. პირველად ფაქტი ახალქალაქში, სოფელ ბავრასთან 11 მარტს დააფიქსირეს.მიზეზების დასადგენად, გარემოს დაცვის სამინისტრომ წყლის სინჯები აიღო, ხოლო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მკვდარი თევზის შესწავლა დაიწყო.არცერთი უწყებიდან ჯერ მიზეზებზე კონკრეტული პასუხი არის, თუმცა გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ წყლის ქიმიური შესწავლის შემდეგ, რაიმე ხელჩასაჭიდი არ აღმოჩნდა: „წინა კვირაში ავიღეთ ქიმიური სინჯი, დღეს [20 მარტი] იღებენ ბიოლოგიურ სინჯს, ორივეს პასუხი მომავალ კვირაში ერთად გვექნება. ქიმიური შესწავლის პასუხები კი მოვიდა, მაგრამ დასკვნის დადების საფუძველს არ იძლევა. ველოდებით ბიოლოგიურსაც“, - აცხადებენ სამინისტროში.მათივე განმარტებით, ბიოლოგიური სინჯების აღებისას გარკვეული წესებია დასაცავი: „დაახლოებით ექვს საათში უნდა იყოს სინჯი მიტანილი ლაბორატორიაში, იმისთვის, რომ მიიღოს სრულყოფილი პასუხი. გუშინ ვერ მოხერხდა ნიმუშების აღება, რადგან ვერ მოასწრებდნენ თბილისში გამოგზავნას და ლაბორატორიაში მიტანას“.ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის თევზზე ჩატარებული ანალიზის პასუხებიც: „ჯერ ლაბორატორიული კვლევის შედეგების პასუხი არ არის. ყველა კვლევას თავისი გარკვეული პერიოდი სჭირდება, ამიტომ როდის იქნება არ ვიცით“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.იქთიოლოგებისანამ კომპეტენტური უწყებები მიზეზებს დაადგენენ, სპეციალისტები ყურადღბას რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებენ. ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე, არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე რეალური მიზეზი შესაძლოა თევზებზე ქიმიური ზეგავლენა იყო. იგი ყინულის საფარის ქვეშ თევზების ხუთვას იგივე ასფიქსიას გამორიცხავს. „მარტში ასფიქციური მოვლენები, მით უმეტეს ჯავახეთის ტბებზე არ ფიქსირდება, აქედან გამომდინარე, მე პირადად ვვარაუდობ, რომ აქ შესაძლებელია ქიმიური რეაგენტის ზეგავლენას ჰქოდნეს ადგილი. თუმცა კვლევა არ ჩატარებულა და ზუსტი ინფორმაცია რა თქმა უნდა, არ არის. რაც კადრებზე ვნახე, მასიურად „კარასია“ დიდი რაოდენობით ნაპირებზე გამორიყული. საჭიროა ტბის სინჯების აღება, თევზის უნდა ყოფილიყო გამოკვლეული, გამოკითხულიყო ადგილობრივი მოსახლეობა. მასიური ანალიზია საჭირო, რომ გავიგოთ რას ჰქონდა ადგილი“. ტბების ქიმიურ დაბინძურებას გამორიცხავს და ყურადღებას თევზის არსებობისთვის შეუფერებელ პირობებზე ამახვილებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბელა ჯაფოშვილი. იქთიოლოგი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია თევზის დახოცვა უჰაერობამ გამოიწვია, რადგანაც ჯავახეთში ღრმა ტბები არ გვხვდება და მცირე წყალსაცავებში თევზს ხელოვნურად უშვებენ: „მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ეს ტბები როდის დათევზიანდა და ვინ დაათევზიანა. ბოლო წლებში, საერთოდ, უყურადღებოდ არის დარჩენილი საქართველოს ტბები და მოსახლეობა თვითონ უშვებს თევზს. აღმოჩნდა, რომ „კარასი“ ყველანაირ წყალში ბინადრობს და ისინიც ფიქრობენ, რომ რაღაც სარგებელი ნახონ, მაგრამ სინამდვილეში გამოსაკვლევია ტბის სიღრმე რამდენია, სავარაუდოდ ძალიან პატარა სიღრმე იქნება და როდესაც დაიფარება ყინულის ფენით, ჟანგბადი აღარ მიეწოდებათ. ეს ყინული რომ გალღვება, ყოველთვის იქნება ასეთი სიტუაცია. „კარასი“ არ არის ადგილობრივი სახეობა. არა მგონია ეს რაიმე დაბინძურების გამო მომხდარიყო“.იქთიოლოგი არ გამორიცხავს, რომ მიზეზი რაიმე დაავადებაც გახდა: „შესაძლებელია იყო დაავადება, რომელსაც რასაკვირველია კვლევა სჭირდება, მაგრამ მე უფრო მგონია, რომ ეს თევზი არ იყო ამ ტბებში. შეიძლება ამ წყალში მას საკვებიც არ ჰქონდეს შესაბამისი. საერთოდ, სანამ მეთევზეობას დაგეგმავენ და უშვებენ რაღაც სახეობის თევზს, აუცილებელია დაეფუძნოს კვლევას, ჯერ კარგად უნდა გამოიკვლიონ სპეციალისტებმა და შემდეგ დაათევზიანონ. „კარასი“ კი ეგუება ყველანაირ გარემოს, მაგრამ საკვები მასაც სჭირდება“, - ამბობს ბელა ჯაფოშვილი.რა დრო დასჭირდება კველვასყველა შემთხვევაში სპეცილისტები მიიჩნევენ, რომ საჭიროა მიზეზების სწორად და ეფექტურად კვლვა, რამაც დიდი დრო არ უნდა წაიღოს.„წყლის ძირითადი ფიზიკო-ქიმიური პარამეტრები, როგორებიც არის: ჟანგბადი, სიმლაშე, ტემპერატურა და სხვა, კეთდება ზონდით, მომენტალურად. სპეციალური მულტიპარამეტრული პორტატული ხელსაწყოა, რომელიც დღეს ყველას აქვს, მათ შორის, შესაბამის სამსახურებსაც და მას ჩადებ პირდაპირ წყალში და ავტომატურად გიწერს ეკრანზე მონაცემებს. რაც შეეხება უფრო სიღრმისეულ ანალიზს, როგორიც არის მაგალითად ბიოგენეტიკა, დაბინძურება, ქიმიური შენაერთებით დაბინძურება, მას რა თქმა უნდა გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა რამდენიმე დღეში ძირითადი დამაბინძურებლების, როგორიც არის, ნიტრატები, ნიტრიტები, სილიკატები მათი პარამეტრების განსაზღვრას სჭირდება რამდენიმე დღე“, - ამბობს „ფლორა და ფაუნას“ წარმომადგენელი არჩილ გუჩმანიძე.მისივე თქმით, დიდი დრო არ სჭირდება არც თავად თევზის ანალიზს: „უნდა მოხდეს თევზის კლინიკური დათვალიერება, მანდ სხვა ვერანაირ ანალიზს გააკეთებ. უნდა განისაზღვროს თევზი, ქიმიური რეგენტზე გავლენის შედეგად დაიხოცა თუ ადგილი ჰქონდა ხუთვას, ასფიქსიას. ამისი კლინიკური ნიშნები არსებობს და მის ანალიზს სჭირდება ერთი ან მაქსიმუმ ორი დღე“. კარასი, იგივე კარჩხანაროგორც ინტერნეტ სივრცეში წერია, თევზის ეს სახეობა „კარასი“ იგივე „კარჩხანა“ საქართველოს თითქმის ყველა წყალსატევშია. მას შეუძლია წყალსატევის ფსკერის გამოჩიჩქვნა და დაახლოებით 50 სმ-ის სიღრმეზე მიწაში ჩაძრომა, სადაც ცივ და სუსხიან ზამთარს ატარებს, ასევე იმალება ფსკერში, თუ გვალვის დროს, წყალსატევში წყალი დაშრა.[თაკო ფეიქრიშვილი, ჯავახეთი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია