შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რომელი სავაჭრო ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მარტი 2020
რომელი სავაჭრო ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 21.03.2020 ცნობილია იმ სავაჭრო ობიექტების ნუსხა, რომლებსაც კორონავირუსის ეპიდემიის მიუხედავად მუშაობა შეუძლიათ. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. ბრძანებას, რომლიც სურსათის ეროვნულმა სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა გამოსცა, საფუძვლად უდევს საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით პრემიერ-მინისტრი სხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება.კორონავირუსის ეპიდემიის დროს მუშაობის გაგრძელება შეუძლია შემდეგი ტიპის სავაჭრო ობიექტებს:1. სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები (მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარული ბაზრები);2. სურსათის სამაცივრე მეურნეობები;3. სურსათის წარმოება/გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის, პურ- ფუნთუშეულის საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე));4. საზოგადოებრივი კვების ობიექტები, მხოლოდ მიწოდების სერვისით;5. ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები;6. სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორები (მათ შორის, იმპორტიორები);7. ვეტერინარული კლინიკები;8. ცოცხალი ცხოველების ბაზრები/ბაზრობები;9. ცხოველთა ფერმები;10. ვეტერინარული აფთიაქები/ვეტერინარული პრეპრატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტები;11. ზოომაღაზიები;12. პესტიციდებისა და აგროქიმიქატების აღიარებული საცალო/საბითუმო ობიექტები;13. სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;14. საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები.ამავე ბრძანების მიხედვით, ყველა ბიზნესოპერატორს მიეცა დეტალური მითითება, თუ როგორ უნდა დაიცვას ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები მუშაობისას.გარდა ამისა, მუშაობას შეძლებენ ბანკები, ბენზინგასამართი სადგურები, ფოსტა. სხვა ობიექტებზე როდის მოიხსნება შეზღუდვა, დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.ქვეყანაში ამ დროისთვის სულ 47 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟმში 1 966, ხოლო სტაციონალური მთვალყურეობის ქვეშ 259 პირია. გამოჯანმრთელების ერთი შემთხევა ფიქსირდება.ამავე თემაზე:რა სიმპტომები აქვს კორონავირუსს და როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან?კორონავირუსის ახალი შემთხვევები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებიროგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?რა უნდა გაითვალისწინოთ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს – რეკომენდაციებიმსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებირა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია