შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პარლამენტმა საგანგებო რეჟიმის გარეშე შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მაისი 2020
პარლამენტმა საგანგებო რეჟიმის გარეშე შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 21.05.2020 მთავრობას შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. პარლამენტმა კანონპროექტს მხარი პირველივე მოსმენით დაუჭირა. 80 მომხრე, 3 წინააღმდეგი - საკანონმდებლო ორგანომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.კანონპროექტის მიხედვით, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება დღევანდელ ჩანაწერთან შედარებით უფრო გაიზრდება. მთავრობას შეზღუდვების ამოქმედება პარლამეტის მხარდაჭერის გარეშეც შეეძლება.შეზღუდვები ეხება:► საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლებას;► პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლებას;► საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლებას;► ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრას.კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან. მათი თქმით, აუცილებელია, არსებობდეს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და იმგვარი რეგულაციები და ისეთი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა, რომლებიც სახელმწიფოს მისცემს ბერკეტებს, სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდეს დაავადებას.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია