სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ოქტომბერი 2020
‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო] მთავარი → სიახლე, საზოგადოება 21.10.2020 ვალეში მცხოვრებ ირაკლი თელიაშვილს იასამნისფერი კომბოსტო მოჰყავს, ამბობს, რომ ბოსტნეული როგორც გემოვნური, ისე სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. 15 მეასედზე დარგული კომბოსტოს საკვებად გამოყენება უკვე შესაძლებელია, თუმცა ახალგაზრდა ფერმერი შიშობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო წელს რეალიზაცია გაუჭირდება. 37 წლის ირაკლი თელიაშვილმა იასამნისფერი კომბოსტოს მოყვანა სამი წლის წინ დაიწყო, თავიდან მცირე რაოდენობით რგავდა, რადგან მომხმარებლების უმეტესობამ არ იცოდა, რაში უნდა გამოეყენებინათ „შეღებილი კომბოსტო“.„თავიდან მოთხოვნა არ იყო, ხალხმა არ იცის როგორი ვიტამინებითა და იოდით მდიდარი ბოსტნეულია, ჰგონიათ, რომ ჩვეულებრივი შეღებილი კომბოსტოა. ბოლო პერიოდში მოთხოვნა გაიზარდა და უფრო დიდ ფართობზე დავრგე. მარტო რომ ვეღარ ვუვლიდი მუშები დავიქირავე“, – ამბობს ირაკლი თელიაშვილი.ახალგაზრდა ფერმერი კომბოსტოს ნერგი თავად გამოჰყავს, ამიტომ მზადებას ადრე გაზაფხულიდან, აპრილიდან იწყებს. წელს 15 მეასედზე აქვს დათესილი, ამბობს, რომ მოვლაში 1 000 ლარზე მეტი უკვე დახარჯული აქვს.„15 მეასედის მარცვალი, რომ იყიდო 300 ლარია საჭირო. ფართობის ერთ მორწყვაში 40 ლარს ვიხდი, სეზონზე 10–ჯერ მაინც უწევს მორწყვა, მუშებსაც ფული უნდა გადაუხადო, მერე ტრანსპორტირება და ა.აშ“.ირაკლი ამბობს, რომ იასამნისფერი კომბოსტო კარგად დიდ ქალაქებში იყიდება, იგი შიშობს, რომ წელს პანდემიის გამო, რეალიზაცია გაუჭირდება.„ძირითადად კარფურის ქსელში და რესტორნებში ვაბარებდი, შარშან იყო ძალიან მოთხოვნადი, წელს ბევრი ამიტომ დავთესე, მაგრამ, ვშიშობ, არ ვიცი როგორ მოვახერხებ გასაღებას“.მისი თქმით, იისფერი კომბოსტოს ცნობადობის გაზრდის და რეალიზაციისთვის საჭიროა ფერმერებს სახელმწიფო დაეხმაროს.„მოვლა-მოყვანა არ მიჭირს, მაგრამ რეალიზაცია რთულია. იისფერ კომბოსტოში ორჯერ მეტი C ვიტამინი და იოდის შემცველობაა, ვიდრე ჩვეულებრივ კომბოსტოში. სახელმწიფოს დახმარებაა საჭირო, გაგვატანინონ ქვეყნის გარეთ, ან აქ გაუწიონ პოპულარიზაცია, რომ ცნობილი გახდეს. კილოგრამი 80 თეთრად ან ლარად მაინც უნდა გავყიდო, რომ მოგება დამრჩეს, ახლა 25 თეთრად ვაბარებ“.ირაკლი კომბოსტოს მოსავალს ოქტომბრის ბოლომდე დააბინავებს, შემდეგ კი რეალიზაციაზე ზრუნვას დაიწყებს.[რიმა სარუხანიან, შაკო ალავიძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია