სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘მინდა თქვენი ვალი მქონდეს’ – ვანო მერაბიშვილი მესხეთში ადგილობრივებს შეხვდა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ოქტომბერი 2020
‘მინდა თქვენი ვალი მქონდეს’ – ვანო მერაბიშვილი მესხეთში ადგილობრივებს შეხვდა მთავარი → სიახლე, პოლიტიკა 24.10.2020 ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად, მესხეთის ოთხ სოფელში იმყოფებოდა. მან ასევე მოინახულა რაბათის ისტორიული კომპლექსი. მერაბიშვილმა ადგილობრივებს არჩევნებში დახმარება სთხოვა და თავადაც დახმარებას დაპირდა. დღეს, 24 ოქტომბერს, ვანო მერაბიშვილი მშობლიურ სოფელ უდეში, არალში, ასპინძასა და ხიზაბავრაში იმყოფებოდა. იგი „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ, ვაჟა ჩიტაშვილთან ერთად ადგილობრივებს შეხვდა და არჩევნებში მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „არ არსებობს ისეთი კაცი, ვისაც აირჩევთ და ექნება ისეთი გავლენა, როგორიც მე მაქვს. მე ასეთი ბუნება მაქვს, შემიძლია ვაკეთო ან არ ვაკეთო რამე. ამიტომ თხოვნა მაქვს, მოვიგოთ ეს არჩევნები, თუნდაც ერთი ხმით. მინდა ვალი მქონდეს თქვენი“, – განაცხადა არალში შეხვედრისას მერაბიშვილმა. მერაბიშვილს მშობლიურ სოფელ უდეში დაახლოებით 100, ხოლო მეზობელ სოფელში არალში, დაახლოებით 70 მხარდამჭერი შეხვდა.შეხვედრას შორიდან ადევნებდნენ თვალს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. ფოტოზე: ადიგენის თვითმმართველობის წარმომადგენლები "ქართული ოცნებიდან" ფოტოზე – მერის წარმომადგენელიმესხეთის სოფლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ მედიისთვის ცნობილი არ იყო. ყოფილმა შს მინისტრმა კომენტარი „სამხრეთის კარიბჭესთან“ არ გააკეთა.ასპინძიდან ადიგენის სოფლებში წამოსვლამდე მერაბიშვილმა რაბათის ისტორიული კომპლექსი მოინახულა: „თქვენ იცით რომ რაბათი გავაკეთე, მეტი ვერ მოვასწარი. ახლა გადაწყვეტილი მაქვს, რომ საქმის 80% დავუთმო ჩვენს რეგიონს“, – უთხრა შეხვედრისას მერაბიშვილმა ადგილობრივებს. [თაკო ფეიქრიშვილი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია