სამცხე-ჯავახეთი
ახალციხეში მუქარის ბრალდებით დაკავებულ პირს გირაო შეეფარდა
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
26 ოქტომბერი 2020
ახალციხეში მუქარის ბრალდებით დაკავებულ პირს გირაო შეეფარდა
მთავარი → სიახლე, სამართალი 26.10.2020
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მეზობელზე მუქარისთვის დაკავებულ კაცს აღკვეთის ღონისძიებად 3 000 ლარი გირაო შეეფარდა.
შუა ხნის კაცს გირაოს გადახდა გუშინ, 25 ოქტომბერს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დააკისრა.ინციდენტი, 23 ოქტომბერს ღამით კოსტავას ქუჩაზე, ე.წ ხუთსართულიანების დასახლებაში მოხდა. ადგილობრივების თქმით, კაცი მეზობელთან შევიდა და დაემუქრა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.[მარიამ ბარძიმაძე]