შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისის აეროპორტში მამაკაცი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

სამართალი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ოქტომბერი 2019

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში სამართალდამცველებმა  1981 წელს დაბადებული გ.შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

 

პოლიციამ, გ.შ.-ს პირადი ჩხრეკისას, საფრანგეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 262 აბი და 2 შეკვრად დაფასოებული ფხვნილი ნივთმტკიცებად ამოიღო, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია