შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ზუგდიდი“ „სამტრედიასთან“ დამარცხდა

სპორტი
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 მარტი 2019
„ზუგდიდი“ გასვლით შეხვედრაში „სამტრედიასთან“ დამარცხდა. შეხვედრა 1:2, მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. პირველი გოლი „სამტრედიის“ მოთამაშე გურამ სამუშიამ ოცდამესამე წუთზე გაიტანა.

„ზუგდიდმა“ ანგარიში მეორე ტაიმში გაათანაბრა. თერთმეტმეტრიანი ნიკოლოზ ხინთიბიძის ანგარიშზეა. 73-ე წუთზე მასპინძლებმა საბოლოო შედეგი დააფიქსირეს. გოლი გოგიტა გოგატიშვილმა გაიტანა.

შეხვედრა, რომელიც ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, საბოლოოდ 1:2 დასრულდა.

„ზუგდიდი“ უკვე ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობს. გუნდი წინა სეზონზე ეროვნულ ლიგა 3-ში გამოდიოდა, სადაც ჩემპიონები გახდნენ და შემდგომი საფეხურის საგზურიც ავტომატურად მოიპოვეს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია