შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მამუკა ხაზარაძე - კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურა

პოლიტიკა
წყარო:   /  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 მარტი 2019

კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურა, - ამის შესახებ სასამართლოს დატოვების შემდეგ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, გამოკითხვაზე ვიყავი, სადაც იმყოფებოდნენ პროკურორები. გამოკითხვა ჩატარდა მოსამართლის თანდასწრებით, ახლა გამოვედი. წერილის ასლი გადავეცი. ასევე გავაკეთე კომენტარები. წერილში რა წერია ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი, წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე “, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია