იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქვემო ქართლის რეგიონში 20 მილიონ ლარამდე ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 მარტი 2023

იორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორთან, თენგიზ ნასარიძესთან, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრაზე, რომელიც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადინისტრაციაში გაიმართა, რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დასრულებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები და საექსპლუატაციო ღონისძიებები განიხილეს.
 
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა თენგიზ ნასარიძესთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც მუნიციპალიტეტებში უახლოეს პერიოდში დაიწყება.
 
რეგიონში 9000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, 2023 წელს დაგეგმილია 20 მლნ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტების დაწყება.
 
დღეისათვის, ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 15,7 მლნ ლარის ღირებულების 9 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით, 2500 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება და სარწყავი წყლის მიწოდება 900 ჰექტარზე გაუმჯობესდება.
 
ქვემო ქართლი აგრარული რეგიონია, ამდენად, რეგიონის ეკონომიური განვითარება დამოკიდებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. მძლავრი ეკონომიკური განვითარების საფუძველს თანამედროვე, სარწყავი სისტემების ფართო მასშტაბით მოწყობა-რეაბილიტაცია და ახალი წყალსაცავების მშენებლობა წარმოადგენს.
 
შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის მერი, ქვემო ქართლის მელიორაციის სამსახურის დირექტორი, საქართველოს მელიორაციის დეპარტამენტების წარმომადგენლები და სერვისცენტრის უფროსები ესწრებოდნენ.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია