შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აუდიტის სამსახურმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ფინანსური დოკუმენტაცია პროკურატურას გადაუგზავნა

წყარო:   /  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მარტი 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 1-ლ მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშებში გარკვეული დანაშაულის შესაძლო ნიშნებსა და რისკებზეა საუბარი. მსგავსი დარღვევა დაფიქსირებულია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ანგარიშში, სადაც აღწერილია ერთ-ერთი ტენდერი.

2017 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც გამარჯვებულ ფირმას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასფალტის დაგების სამუშაოები უნდა განეხორციელებინა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა - სს "არქეოპოლისი" და შპს "ინდიკო". საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ შპს "ინდიკოს" 100% წილის მესაკუთრე იოსებ გადელია იყო, სს "არქეოპოლისი"-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მისი ბიძა, დემური გადელია. ტენდერში შპს "ინდიკომ" გაიმარჯვა, რომლის მომსახურეობაც მუნიციპალიტეტს 412.8 ათასი ლარით მეტი დაუჯდა, ვიდრე სს "არქეოპოლისი" სთავაზობდა.

აღნიშნულ ტენდერში სახელმწიფო აუდიტის სამსახური გარიგების რისკებს ხედავს. აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებს არ უმსჯელიათ პრეტენდენტების მხრიდან გარიგების შესაძლო დარღვევის საკითხებთან დაკავშირებით და არც შესაბამისი ღონისძიებები გაუტარებიათ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ადასტურებენ, რომ საქმეები, სადაც შესაძლო დანაშაულის ნიშნები იკვეთება გადაგზავნილია საგამოძიებო უწყებაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია