შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შეწყალების კომისია იუსიციის სამინისტროში გადავა

პოლიტიკა
წყარო:   /  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მარტი 2019

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეწყალების ის პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ამნისტიას ემსგავსებოდა. ამნისტია კი ზოგად კრიტერიუმებზე დაფუძნებული სრულიად სხვა სამართლებრივი ნორმაა, რომელიც სასჯელისგან გასათავისუფლებელ პირთა ფართო წრეს მოიცავს. ამნისტიისგან თავის ასარიდებლად სალომე ზურაბიშვილის აზრით, შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა კარგი გამოსავალია.  

"შეწყალების დისკრეციული უფლება ნიშნავს პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმის შერჩევას, სადაც უპირატესობა ჰუმანურ პრინციპებს ენიჭება. ამ პრინციპების ზედმიწევნით დაცვა ნიშნავს იმას, რომ შეწყალების აქტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. ეს ასევე შეამცირებს რისკებს საზოგადოებისთვის, რომლებიც ყოველთვის თან ახლდა მასობრივი შეწყალებაც. 

გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა. კომისიაში დამატებით ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები. იგი განიხილავს იმ განცხადებებს, რომლებიც დააკმაყოფილებს ახალ კრიტერიუმებს და მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს. საბოლოო გადაწყვეტილება კი რჩება პრეზიდენტის პრეროგატივად.” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში არ იქნება გათვალისწინებული პირადი, სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური ხასიათის რჩევები.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადატანის ინიციატივას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება. წულუკიანის აზრით, აღნიშნულული ინიციატივა პრეზიდენტის უფლებამოსილებას არ აკნინებს.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია