შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 მარტი 2019
მერჩულეს ქუჩაზე ცეცხლი კაჯაევების სახლს გუშინ, ოთხ მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე გაუჩნდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხანძრის შედეგედ ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა და ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს. „სახლში ამ დროს მისი მეპატრონე არ იყო, მე დავრეკე სახანძრო სამსახურში, მეორე სართული ხის იყო და სწრაფად მოედო ცეცხლი, სახანძრო რომ მოვიდა ცეცხლი ორივე სართულს ეკიდა“, – ამბობს კაჯაევების მეზობელი ხათუნა ხაჩიძე. მათი თქმით, სახლში მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობდა. დამწვარია 300 კვ.მ ფართობი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სპეციალური კომისის წევრები შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. დაზარალებულს დაეხმარებიან თუმცა ეს თანხა იქნება თუ სამშენებლო მასალა, ჯერ არ იციან.მეზობლების განცხადებით, ვამეხ კაჯაევი ბოლო რამდენიმე წელი სახლში მარტო ცხოვრობდა: „მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა საზღვარგერეთ არის წასული. ეს სახლი ჰქონდათ მხოლოდ“. [თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია