გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" საყვედურებმა მომკლა, უვარგისი ფქვილია,დაგვცვივდა კბილები" - რა პრეტენზიები აქვთ მომხმარებლებს, ფქვილის მწარმოებელ კომპანიასთან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 მარტი 2019

 

ბოლო პერიოდია ოზურგეთელებს ფქვილის მწარმოებელ კომპანია „გულისტანთან“ პრეტენზიები და კითხვები გაუჩნდათ.მეორე თვეა მაღაზიები რომლებიც ფქვილს იღებენ და ყიდიან, მომხმარებელთა პრეტენზიებს უსმენენ,თუმცა აქვე დასძენენ რომ კომპანია გამოთქვამს მზაობას,უხარისხო ფქვილის აღმოჩენის შემთხვევაში,უკან დააბრუნონ პროდუქცია.მიუხედავად ამისა რთული აღმოჩნდა გამყიდველებისთვის უკმაყოფილო კლიენტების მოგერიება.ამ პრობლემებზე ისინი, მათ „გურიის მოამბე“- ს გაესაუბრნენ:

„მეც არ ვიცი რა ხდება, ფაქტიურად უმუშევარი ვარ დარჩენილი. წნევა მაქ ნერვიულობისგან,  ხალხის საყვედურებმა მომკლა, რომ ფქვილი არაფრად არ ვარგა, არ  ცხვება, კუჭი გაგვიღიზიანა, მოგვსპო, გაგვანადგურა და ამ ხალხს, ვისაც  ეხება ამაზე პასუხის გაცემა,  ამდენი ხანია ვევედრები, ვურეკავ  და  რეაგირება არაა. მე, პირადად, არ მივსულვარ, მაგრამ კლიენტების საყვედურმა ამიკლო.გუშინ თუ ფქვილი კარგი არ იქნებოდა,  არ მეგონა.თვეზე  მეტია ასეთი უვარგისი  ფქვილი  მოაქვთ. დავკარგეთ კლიენტები და ვართ უმუშევრები. დაპირებებია- დღეს გამოსწორდება, ხვალ, ზეგ, იმის ბრალია, ამის ბრალია დ  ჩვენც არ ვიცით რისი ბრალია. მიზეზს  მე ვერ გეტყვით, არ  ვიცი.  ძაღლმაც არ ჭამა, რომ დავაგდე“ - გვიყვება ცირა სურგულაზე, ფქვილის გამყიდველი.

„რაფერც მოზილა  ჩემმა მეუღლემ ფქვილი, ქია ისეთ ისე, არც ამოსულა. ვერც  ვჭამე. ძლივს ვჭამე, აგერ ერთი კბილიც ჩამომატეხა. ყოველთვის კაი ფქვილი იყო, მაგრამ ამ ბოლო დროს  არც ფერი აქვს  ნორმალური  და არც  ცხობა, შიგნით სისობლე  აქ გულს“ - გვიამბო ვლადიმერ ბერიძემ, ერთერთმა კლიენტმა.

„ასეთი სიტუაცია, რამდენი ხანია  უკვე, თვეზე მეტია, გრძელდება.  ყველა საყვედურობს, კლიენტს ვკარგავთ. ეს ფქვილები არის სრულიად უხარისხო,   ჩვენი გაგებით ეს  გამოწვეულია, უხარისხო  ხორბლის  შემოტანით.   ქარხანამ  უნდა მიიღოს გადამჭრელი ზომები, რომ ეს სიტუაცია გამოასწორონ“-მოგვიყვა ფქვილის გამყიდველმა, გიგა ჩავლეიშვილმა.

„გულისტანი“ ფქვილი, არ გამოგვადგა, ყვითელი ფერის იყო, გული არ გამოიშრო,  ამოვიდოდა  ცომი, მერე  დავარდებოდა. ეს  ერთი თვეა რაც  ასეთი ფქვილია  და ხალხი ვყიდულობთ ასეთ უვარგის ფქვილს.“-განაცხადა ჩვენთან საუბრისას,მაყვალა გოგოტიშვილმა.

„ჩემი აზრით, შეიძლება ძველი იყო ფქვილი.  თუ დაურეკავდი მოვიდოდა    წაიღებდა.   საიდანაც  ვყიდულობდით, ის  მაღაზიები კი იბრუნებდა  უკან.  ახლა რომ ვიყიდე, ეს კარგი ფქვილი იყო. ის ეტყობა რაღაც ცუდი პარტია გამოდგა.“ -მოგვიყვა დათო ნინიძემ.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია