შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საქართველომ უკვე ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები" - თალაკვაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მარტი 2019

 თუ „ნაციონალური მოძრაობა" გაბუტული ან გაბრაზებულია, ეს მათი არჩევანია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების განცხადების შესახებ განაცხადა, რომლებიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში არ დაესწრებიან.

მისი თქმით, საქართველომ უკვე ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები და ქვეყანაში ცვლილებები ნებისმიერ სახელისუფლებო შტოში არჩევნების გზით ხორციელდება.

„საქართველომ უკვე ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები და ქვეყანაში ცვლილებები ნებისმიერ სახელისუფლებო შტოში ხორციელდება არჩევნების გზით. ყველა საერთაშორისო პარტნიორი აღიარებს ამას. თუ „ნაციონალური მოძრაობა" გაბუტული ან გაბრაზებულია, ეს მათი არჩევანია", - განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მოხსენებით გამოვა. „ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და სხდომას არ დაესწრებიან.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია