გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ცარიელი ადგილები ხართ, თქვენი ბელადიანად" - სანიკიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მარტი 2019

„დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გუბაზ სანიკიძე თვლის, რომ „ქართული ოცნების“ დასამარების პროცესი გრძელდება:

"ბიბლიასთან ბიძინა ივანიშვილი ცოტა მწყრალად არის,იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხუმრობა ჰგონია, ქრისტიანობა და საერთოდ რელიგია. ხო ვიცით რომ ის მებრძოლი ათეისტია? ხო,მაგრამ არ არის ეს ზღაპარი,ეს არის ჭეშმარიტება, ზღაპარი ამდენხანს ვერ ძლებს. ჭეშმარიტება ძლებს ამდენხანს. ამიტომ,მოემზადეთ,დიდი გამოცდა გელით!ჩემო ძვირფასო მეოცნებეებო,ოცნების ახალგაზრდულო ფრთავ,ასეთი ბრწყინვალე ადამიანები რომ ხართ,ჯერ სადა ხართ?! აწი გეწყებათ!”.

“მიშასი აღარ ეშინია ამ ხალხს, უკვე გაიგეთ! კი არ ეშინიათ,სასოებით ელოდებიან უკვე სააკაშვილს.არ იცით არ ჩამოდიხართ იმ მანქანებით დადიხართ,ამ დაბურული შუშებით, იყურებით რაღაც ფილმის გმირები გგონიათ თავი,რაღაც წარმოგიდგენიათ თავი. ცარიელი ადგილები ხართ სუყველა ნულების პარადი ხართ თქვენი ბელადიანად,ნულები ხართ და გიმთავრდებათ ეს ამბავი”,-განაცხადა სანიკიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია