შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა , დღეს ოზურგეთში, რეგიონული ოფისი გახსნა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 მარტი 2019

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, დღეს ოზურგეთში, პალატის რეგიონული ოფისი გახსნა. 
ლანჩხუთის შემდეგ, ეს იქნება პალატის რიგით მეორე ოფისი, რომელიც გურიის რეგიონში იმუშავებს.
ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება მიეცემათ, ადგილზე მიიღონ ის სერვისები და საკონსულტაციო მომსახურება, რასაც პალატა მათ სთავაზობს. 
ოფისის დათვალიერების შემდეგ გაიმართა შეხვედრა მეწარმეებთან, რომლებსაც შეხვდნენ პალატის პრეზიდენტი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები აკაკი შენგელია, გია ებრალიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. 
ნინო ჩიქოვანმა იმ გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რაც ადგილობრივ ბიზნესს აწუხებს. თავის მხრივ პალატის პრეზიდენტმა დამსწრეებს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროექტებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია, ასევე ხაზი გაუსვა, ახალი ოფისის ამოქმედების მნიშვნელობას, მეწარმეობის მხარდაჭერისა და მათი ინფორმირებულობის საქმეში.
გურიაში ვიზიტისას, პალატის პრეზიდენტმა ოზურგეთში მდებარე სამკერვალო საწარმო ,,ოზურგეთი დენიმიც“ დაათვალიერა. საწარმო 2018 წლის ზაფხულში, თურქული ინვესტიციით გაიხსნა და მასში 300-მდე ადამიანია დასაქმებული. სამკერვალო ფაბრიკა ტანსაცმელს, საერთაშორისო ბრენდების დაკვეთით კერავს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია