შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილის ტროლების ქარხანა - საიდუმლო ოფისი, სადაც პოლიტიკოსებზე ჭორებს ოგონებდნენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 მარტი 2019

ურიერმა დაადგინა ის ადგილი, საიდანაც თიბისი ბანკზე კიბერშეტევა განხორციელდა.

კურიერის ექსკულზიური ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძის მიერ 5 თვის წინ შინაგან საქმეთა სამინსიტროსთვის გაგზავნილ წერილში წერია, რომ თიბისი ბანკზე იერიში რუსთაველის გამზირის N12-დან - კავშირგაბმულობის სამინისტროს ყოფილი შენობიდან, მიიტანეს.

კიბერთავდასხმის დროს მაშინ მცირე ხნით ბანკის ელექტრონული სერვისები გაითიშა.

რუსთაველის გამზირზე ტროლების და კიბერთავდამსხმელების ჯგუფს თიბისი ბანკის აიტისამსახურმა მიაკვლია და მასალები შსს-ს გადასაცა.

რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობას ოთხი მფლობელი ჰყავს - ავიაკომპანია აირზენა, შპს ნოა-ნოა, ეთერ გაიაშვილი და კომპანია სილქნეტი.

შენობაში შესვლა საშვის გარეშე შეუძლებელია. დაცვის სამსახური ყველა სართულს აკონტროლებს.

ოფისი, რომელზეც ხაზარაძე საუბრობდა და რომელიც შენობის მესამე სართულზე მდებარეობს, ქართული ოცნების პრესამსახურის უფროსს, კოკა ყანდიაშვილს, ეკუთვნის.

რამდენიმე წლის წინ ყანდიაშვილმა ოთახები რუსთაველის გამზირზე ტურისტული სააგენტოსთვის იქირავა, თუმცა, ტურების შესაძენად მისული ხალხი რუსთაველის 12-ში არავის უნახავს.

სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ კონსპირაციული ოფისი, სადაც ქართული ოცნების ტროლების დაჯგუფება მუშაობს, შენობის მესამე სართულზეა განთავსებული. დაცვის სამსახურის წინააღმდეგობის მიუხედავად, კურიერმა შენობაში შესვლა მოახერხა.

მას შემდეგ, რაც თიბისი ბანკის დამფუძნებელმა შს სამინისტროში წერილი გააგზავნა და აცნობა, რომ ბანკზე კიბერთავდასხმას რუსთაველის 12-დან განხორციელდა, კონსპირაციული ოფისის დაცლა დაიწყეს, ახლა იქ მხოლოდ რამდენიმე კომპიუტერია დარჩენილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია