სამეგრელო

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზუგდიდში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 50 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება - რწმუნებულის ადმინისტაცია

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 მარტი 2019
ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 50 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ შორის 29 მილიონ ლარამდე ქალაქში ქუჩების რეკონსტრუქციისთვის დაიხარჯება. რეკონსტრუქცია ასევე ჩაუტარდება სოფლებში 16 ქუჩას. იგეგმება თამარ მეფის გამზირის სრული აღდგენაც. პარარლურად, კომბინატში, ენგურის დასახლებაში რეკონსტრუირდება ხელაიას და ჯანაშიას ქუჩებიც.

გზის საფარის დაგებასთან ერთად, მოწესრიგდება სანიაღვრეები და ტროტუარები.

სახელმწიფო რწმუნებული, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან ერთად ენგურის დასახლებაში, იმ კორპუსების ეზოებში იმყოფებოდა, სადაც წელს სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება. მან მოსახლეობას უთხრა, რომ ექვსი ეზოს კეთილმოწყობისთვის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რისთვისაც 900 ათას ლარამდე იხარჯება. ამავე დასახლებაში მოეწყობა ახალი საბავშვო-გასართობი მოედანი.

მოსახლეობას ინფორმაცია ასევე მიაწოდეს პროექტზე, რომელიც ზუგდიდის 24-საათიან წყალმომარაგებას გულისხმობს. ეს პროექტი წელს უნდა დასრულდება.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია