იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რასაც აკეთებდა რუსეთი ჩვენს ეკლესიებთან დაკავშირებით, იმავეს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი და ქალბატონი წულუკიანი" - ლევან ხაბეიშვილი

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 თებერვალი 2023

რასაც აკეთებდა რუსეთი ჩვენს ეკლესიებთან დაკავშირებით, იმავეს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი და ქალბატონი წულუკიანი"- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ის გელათში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და თეა წულუკიანს აკისრებს.

როგორც მან დღეს გელათში განაცხადა, ტაძარი ნადგურდება და აუცილებელია დროული რეაგირება.

მისი თქმით, შეთავაზება აქვს კულტურის მინისტრთან და მზად არიან, უზრუნველყონ საუკეთესო ექსპერტების ჩამოყვანა, რომ მოხდეს ტაძრის გადარჩენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტს არ გამორიცხავს.

"რასაც აკეთებდა რუსეთი ჩვენს ეკლესიებთან დაკავშირებით, იმავეს აკეთებს კრემლის ხელდასხმით ბიძინა ივანიშვილი და ქალბატონი წულუკიანი, რომელიც ანადგურებს გელათს. ამასთან დაკავშირებით დასკვნა დადო მისივე სამინისტროს კონკრეტულმა სამსახურმა. ანუ თეა წულუკიანის სამინისტროში შემავალმა კეთილსინდისიერმა ადამიანებმა დაწერეს დასკვნა, გელათთან დაკავშირებით, რომ არის უმძიმესი მდგომარეობა. დიახ, ბიძინა ივანიშვილი და წულუკიანი არიან პასუხისმგებლები იმ ვანდალიზმზე, რაც ხდება. აქედან ახლოს არის ბაგრატი, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით აღდგა, ასევე აღდგა უამრავი ეკლესია. ამ დროს ივანიშვილი ანადგურებს კულტურულ მემკვიდრეობებს. მე მაქვს კონკრეტული შეთავაზება, გვინდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ექსპერტები ჩამოვიყვანოთ და მზად ვართ, უზრუნველყოთ ყველაზე კარგი ექსპერტების ჩამოყვანა ჩვენი ხარჯით. ამიტომ გვიწევს წულუკიანთან ეს შეთავაზება, რომ თქვენ დაანგრიეთ გელათი და წაშალეთ ისტორია. ჩვენ უნდა განვდევნოთ ეკლესიიდან წულუკიანები მაჯლაჯუნები, ეშმაკები, ამ ხალხმა არ უნდა დაიბუდოს აქ. ან მიიღეთ ეს შეთავაზება, ან ხალხის პასუხი უნდა იყოს ადეკვატური და თუ საჭირო იქნება ღონისძიებები უნდა გავატაროთ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია