შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვინ გათავისუფლდება ადმინისტრაციული ჯარიმებისგან

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 მარტი 2019
კანონპროექტის მიხედვით, ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და მათ მიმართ შესაბამისი დადგენილება არ აღსრულებულა. კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები, რომელთა ოჯახის სოციალურ ეკომონიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია.მოვალე პენსიონერები;დევნილები;შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;ომის და სამხედრო ძალების ვეტერანები;მარტოხელა მშობლები.როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, კანონპროექტის მიღებით დაიზოგება ერთ სააღსრულებო საქმეზე გასაწევი, დაახლოებით 14.22 ლარი. ჯამში, კანონპროექტის მიღებით დაიზოგება 38 140 სააღსრულებო საქმეზე გასაწევი ხარჯი, დაახლოებით 542 350.8 ლარის ოდენობით.კანონპროექტის ავტორები საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო არიან, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია