შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გადაიდო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 მარტი 2019

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაკავებული წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გადაიდო.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დაუტოვა, სხდომათა დარბაზი თავდებში მყოფმა დეპუტატებმა დატოვეს. ამის შემდეგ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად თავად დავით კირკიტაძემაც დატოვა.

დაცვის მხარემ სამართლებრივი სტრატეგიის შესამუშავებლად კი დრო მოითხოვა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 19 მარტს, 15:00 საათზე დაინიშნა.

ამ წუთებში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები აქციას მართავენ და დავით კირკიტაძეს პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. პარტიის ლიდერები შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია