კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 მარტი 2019

თელავის მუნიციპალიტეტში, შუამთის ტყესთან ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.

სატვირთო ავტომობილი საპირისპიროდ მოძრაობდა, რომელსაც „ჯიპის“ მარკის მანქანა შეეჯახა. შედეგად მძიმედ დაშავდა მსუბუქი მანქანის მძღოლი. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი მედიკოსების მისვლამდე გარდაიცვალა.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცავები.

როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია