ქუთაისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მოქალაქეები პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ. მათ სანთლებით წარწერა "გადაარჩინე მიშა" გააკეთეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი საერთაშორისო აქციას უერთდებიან და მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ.