შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის ტელემეტრია დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 მარტი 2019

პირველად კვლევის ისტორიაში, ჯიხვის გადაადგილებაზე მონიტორინგი თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური საყელოებით მიმდინარეობს.


საყელო, რეგულარულად აგროვებს დანიშნული ჯიხვის კოორდინატებს და გზავნის სატელიტის მეშვეობით. 12 მარტს, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის "ნაკრესის" თანამშრომლებმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე დაიჭირეს და სატელიტური გადამცემი შეაბეს ჯიხვს, რომელიც უსაფრთხოდ დაუბრუნდა თავის საცხოვრებელ გარემოს.

პროექტს,ახორციელებს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი "ნაკრესი" , CNF - Caucasus Nature Fund , TJS , WWF Caucasus Programme Office ფინანსური მხარდაჭერით.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია