სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის მერიას 13 ახალი თანამშრომელი ჰყავს

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 მარტი 2019
ახალციხის მერია კონკურსის წესით დანიშნული თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას წერილობით გვთხოვს. ამ დრომდე ახლადდანიშნული თანამშრომლებიდან მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ია გოგატიშვილის ვინაობაა ცნობილი. ახალციხის მერიას კონკურსი გამოცხადებული 17 პოზიციაზე ჰქონა. აქედან ოთხი პოზიცია ვაკანტური დარჩა: პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი; მეორადი სტრუქტურული ერთეულის მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი; პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში. როდის გამოცხადდება კონკურსი თანამშრომლების შესარჩევად უცნობია. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია