შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საპატრიარქო ჯარში გაწვევის კანონპროექტზე სესიაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 მარტი 2019
"სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.ამასთან უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს", – ვკითხულობთ საქართველოს საპატრიარქოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, არამართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებენ. მან იდეის გაჟღერებისას განმარტა, რომ ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, რადგან მათზე კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს.აღნიშნულ ინიციატივას სხვა კონფესიების წარმომადგენლები დისკრიმინაციულს უწოდებენ. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია