თერჯოლაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე, რა დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შემთხვევა სოფელ საზანოში გუშინ მოხდა.ჭიათურიდან თერჯოლაში სტუმრამ მყოფებმა და მათმა მასპინძლებმა ე.წ. ქადაგიძის რაფის ჩანჩქერის მოსანულება გადაწეყვიტეს. ჩანჩქერთან სტუმრად მყოფ გოგონას ქვაზე ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. მის დასახმარებლად მდინარეში მასპინძელი ოჯახის კაცი ჩახტა. როგორცადგილობრივები ამბობენ, მამაკაცს გულის ოპერაცია ჰქონდა გადატანილი და მას სავარაუდოდ, გული გაუსკდა. დაღუპულებს შორის 3 გოგოა, ორი მათგანი ჭიათურის სკოლის მოსწავლეები, ერთი კი სტუდენტია.
თერჯოლაში , ე.წ. ქადაგიძეების რაფთან მიახლოება უსაფრთხო არაა. ადგილობრივები ამბობენ. რომ მცოცავი რელიეფია, თუმცა ადგილზე გამაფრთხილებელი ნიშანი არ არის.