შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში სურსათის სააგენტომ ექვსი სკოლა შეამოწმა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მარტი 2019
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გეგმიური შემოწმების ფარგლებში, ახალციხეში არსებული რვა სკოლიდან მხოლოდ ის ექვსი შეამოწმეს, სადაც კვების ობიექტები ფუნქციონირებს. „ქალაქის სკოლებს სამი დღის განმავლობაში ვამოწმებდით, ეს იყო ძირითადად დოკუმენტური შემოწმება პროდუქტის ეტიკეტებისა და ვადების. არც ერთ სკოლაში არ აღმოჩენილა რაიმე სახის დარღვევა“, – გვითრეს სააგენტოში. სააგენტო გეგმიურ შემოწმებებს სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ახორციელებს.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია