სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

11 წლის ბიჭის თანაკლასელები პროტესტის ნიშნად სკოლაში არ მივიდნენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 მარტი 2019
პროსტესტის ამ ფორმით გამოხატვის შესახებ 14–მა მშობელმა გადაწყვეტილება, ორი დღის წინ, 23 მარტს მიიღეს. ისინი კლასში იმ მასწავლებლის დაბრუნებას ითხოვენ, რომელსაც 11 წლის ბიჭის ბულინგში ადანაშაულებენ. ასევე, მათი მოთხოვნაა, რომ დამრიგებელმა კლასი დატოვოს: „ის მხოლოდ ამ ბიჭის მხარეს იჭერს, არადა მას სკოლაში არავინ აბულინგებს. არც მასწავლებელს დაუშავებია არაფერი და კლასში უნდა დაბრუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვებს სკოლაში არ გავუშვებთ“. „მშობლები ულტიმატუმებით საუბრობენ. დღეს ბავშვები გაკვეთილებზე არ გამოცხადდნენ. არ ვაპირებ კლასის დატოვებას სანამ საქმეს არ გამოიძებენ“,–გვითხრა კლასის დამრიგებელმა. სკოლაში შექმნილი ვითარების გამო, დღეს ახალციხეში მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები მოდიან. მათი ფსიქოლოგები კლასის ყველა მოსწავლეს შეხვდებიან. ამიტომ სკოლაში დღის მეორე ნახევარში ყველა ბავშვი უნდა გამოცხადდეს. „მანდატურის სამსახურიდან ფსიქოლოგები ჩამოდიან და ბავშვებს უნდა გაესაუბრნონ“,–გვითხრა დამრიგებელმა.ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, მეექვსე კლასელი ბიჭის ბებია და დედა, მასწავლებელსა და მოზარდის თანაკლასელებს ბავშვის მიმართ ბულინგში ადანაშაულებს. ამ საქმეზე მასწავლებელს სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დარღვევა დაუდგინა და სახდელიც დააკსირა. მასწავლებელი ბავშვზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ მან კლასი დატოვა. ამის გამო. კლასში ყველა, 14–ვე ბავშვის მშობელი 11 წლის ბიჭს დაუპირისპირდა. დედები ირწმუნებიან, რომ ბავშვი და მისი ბებია ცრუობს, მოზარდი სკოლაში არავის დაუჩაგრავს და ყველაფერი მოგონილია. 11 წლის ბიჭის ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მან სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. როგორც მეექვსეკლასელი ბიჭის დედა ამბობს, ბავშვზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მოზარდს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია