შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის სპორტკომპლექსის დირექტორად გელა დალაქიშვილი დაინიშნა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 მარტი 2019
გურჯაანის სპორტკომპლექსს ახალი დირექტორი ჰყავს. გელა დალაქიშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება.

მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, ის გამოცდილი კადრია და საქმეს თავს კარგად გაართმევს.
„გუშინ დაიწერა ბრძანება, შესაბამისად, სამუშაოს ხვალიდან შეუდგება. გელა მანამდე კულტურის სამსახურში მუშაობდა სპეცილისტად. ის სპორტის სფეროში გამოცდილია, ბევრი ახალგაზრდა ჰყავს გაზრდილი. იმედი მაქვს, საქმეს მიზანმიმართულად გაუძღვება. “

შეგახსენებთ, რომ სპორტკომპლექსის ყოფილმა ხელმძღვანელმა არჩილ გოგიაშვილმა დაახლოებით ორი თვის წინ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია