შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნაციონალები” მოდიანო, ამაზე აღარ შეიძლება აპელირება, ბუა მოდისო ხომ ვიძახეთ უკვე?"- სოხაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მარტი 2019

ამის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა რომ -  მგელი მოდის,მგელი,ეს აღარაა საშიში:

“მე მაქვს ძალიან მწუხარე დამოკიდებულება უსამართლობის განცდის გამო. ეს დამოკიდებულება მიდის იმედის გაცრუებამდე. სანამ კიდევ დროა და ძალიან ცოტა დარჩა ეს დრო იქნებ მიხვდნენ… თუ ჩემზე და თქვენზე არ ნერვიულობენ თავის თავზე ხომ ნერვიულობენ?! მშიერი საზოგადოების მოსყიდვა ადვილია არჩევნების წინ, მაგრამ არ შეიძლება მარტო ამაზე აპელირება და მარტო ამის იმედად ყოფნა. ბუა მოდის “ნაციონალები” მოდიანო, აღარ შეიძლება. ეს მგელი, მგელი ვიძახეთ ხომ?

სამართლიანობის  განცდის მქონე მოსახლეობის მოყვანა არჩევნებზე და ცოტა მოფერება ხალხისთვის შესაძლებელია”, – განაცხადა ირმა სოხაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია