გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"„ნაციონალური მოძრაობა“ წარსულს უარყოფს," ოცნებამ" კი მომავალი უარყო“ -მაღრაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მარტი 2019

„დაიცავი საქართველო“ 13 აპრილს ფილარმონიაში ფართომასშტაბიან შეკრებას გეგმავს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით მაღრაძემ განაცხადა:

“მათ, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილ-სააკაშვილის უკვე უსაფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებისაგან, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ველად გადაიქცა და დაცლილია ზნეობრივი შინაარსისგან, შემოგვიერთდით 13 აპრილს, ორ საათზე ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეხვედრაზე. მათ, ვისაც მიაჩნია, რომ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირებაც აღარ არის ღირებულების საფუძველი, შემოგვიერთდით 13 აპრილს, ორ საათზე ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრებაზე. მათ, ვინც განსაცდელში ინარჩუნებდით ღირსებას და მათ, ვინც მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ, შემოგვიერთდით 13 აპრილს, ორ საათზე ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრებაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულს უარყოფს, ოცნებამ კი მომავალი უარყო. შევეცადოთ შევქმნათ ასპარეზი ახალი ქართული მომავლისთვის, რომელსაც მეხსიერეაც ექნება და პერსპექტივაც.

ეს არ არის მხოლოდ საორგანიზაციო შეკრება ჩვენი მოძრაობის, ჩვენ ვიწვევთ ფართო საზოგადოებას 13 აპრილს ფილარმონიაში. განსაკუთრებით მინდა ყურადღებით მოეკიდოს ჩვენი ახალგაზრდობა, ვინაიდან წარმომიდგენია ეს მოძრაობა, როგორც თავისუფლებისათვის ბრძოლის ესტაფეტა“, - განაცხადა მაღარაძე.

მაღრაძეს არ დაუკონკრეტებია თუ ვინ იქნებიან „დაიცავი საქართველოს“ წევრები. მან აღნიშნა, რომ აღნიშნულის შესახებ საზოგადოება 13 აპრილს მიიღებს ინფორმაციას.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია