გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს"- ნინო წილოსანი ეკა ბესელიას პასუხობს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მარტი 2019

მამუკა მდინარაძის მიერ ეკა ბესელიასთვის შეცდომით გაგზავნილ სმს - მომხდართან დაკავშირებით, მდინარემ აღიარა, რომ შეტყობინებას ნინო წილოსანს უგზავნიდა.

როგორც ბესელიამ განაცხადა, სმს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისთვის შესასრულებელ დავალებებს მოიცავდა.

წილოსანის თქმით, ის თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და მოუწოდებს ყოფილ თანაგუნდელს მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავოს.

„ჩემთვის გასაგებია, რომ ამ კუთხით მიჰყავთ საუბარი, რომ თითქოს, ეს იყო მესიჯები. არც დროში ემთხვევა დილით ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ მესიჯებს და შემდეგ 4 საათზე მამუკას მხრიდან გადმოგზავნილ მესიჯებს. ეს ყო კრებული იმ პოზიციების, რომელიც ჩვენი გუნდის წევრებს ჰქონდათ დაფიქსირებული ამ მოცემულობასთან დაკავშირებით. მე შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს ინსტრუქციებზე საუბრისას, ასევე ვერ მივაყენებ შეურაცხყოფას ვერცერთ ჩემს თანაგუნდელს. ამიტომ, ამ თემაზე ვერაფერს სხვას ვერ გეტყვით" - აღნიშნა წილოსანმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია