გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ჩიბათის სკოლას ეწვია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მარტი 2019

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ჩიბათის საჯარო სკოლას ეწვია. 
მარიამ ჯაში გლობალური ჯილდოს ფინალისტს ლადო აფხაზავას შეხვდა. შემდეგ კი პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე უსაუბრა. მათ შორის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ამის შემდეგ სტუმარმა ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა, ამასთან ერთად მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ექსპონატებს გაეცნო. განსაკუთრებით კი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას პირადი ნივთებით დაინტერესდა. 
ჩიბათის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია