კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოციალურად დაუცველ 1 წლამდე ასაკის ბავშვთა კვებას თელავის მუნიციპალიტეტი დააფინანსებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 აპრილი 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა.

საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, ლევან კოჭლოშვილის განმარტებით, ცვლილების შედეგად შეიქმნა სოციალურად დაუცველ 1 წლამდე ასაკის ბავშვთა კვების პროდუქტების დაფინანსების ქვეპროგრამა, რომლითაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაახლოებით 32 ბენეფიციარი ისარგებლებს.

„აღნიშნულ სოციალურ პროგრამას ახორციელებს სოციალური მომსახურების სააგენტო, მაგრამ ჩვილ ბავშვთა ოჯახებს კვების მომლოდინეთა სიაში ყოფნა უწევთ 2-3 თვის მანძილზე.

აქედან გამომდინარე აღნიშნული მომსახურების შევსება მოწყვლადი ოჯახების ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია. მერიის მიერ ინიცირებული პროექტი ჩვენ განვიხილეთ სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე. საკრებულომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა“, – განაცხადა ლევან კოჭლოშვილმა.

პროგრამის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4300 ლარი გამოიყოფა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია