სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში აღსრულების ბიურო კრივის მწვრთნელს მესამე სკოლის დარბაზს ატოვებინებს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 აპრილი 2019
გევორქ შუშანიანი კრივს უკვე 25 წელია ასწავლის. ახალციხის მესამე საჯარო სკოლის დარბაზით კი 2016 წლიდან სარგელობს. მაშინ შუშანიანმა დარბაზი აუქციონის წესით იქირავა, საშხაპეები მოაწყო, გაარემონტა და შესაბამისად ქირასაც იხდიდა, თუმცა მოგვიანებით მას ხელშეკრულების შეწყვეტაზე ხელი შეცდომით მოაწერინეს. ამის გამო საქმე სასამართლომდე მივიდა, შუშანიანმა პროცესი მოიგო და დარბაზით სარგებლობა ჩვეულებრივ გააგრძელა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, დარბაზის ქირაობის ვადა შუშანიანს 2017 წლამდე ჰქონდა. თუმცა, ვადის გასვლის შემდეგ დარბაზის გაქირავების შესახებ ხელახლა აუქციონი აღარ გამოცხადებულა და მოკრივეებიც ამ დრომდე დარბაზში რჩებოდნენ. „მაშინ იმ სასამართლო დავის შემდეგ საუკუნე გავიდა და არავინ შემხმიანებია. იმედი მქონდა, რომ ახალი აქუციონი მოეწყობოდა და მონაწილეობას მივიღებდი, მაგრამ არავის გავუფრთიხლებივარ ისე დამირეკეს უნდა დაცალო ინვენტარისაგან და გახვიდე შენობიდანო. 40 მოსწავლე მყავს, სად უნდა წავიდეთ?!“ – ამბობს შუშანიანი.მესამე სკოლაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების მისვლის შემდეგ, მწვრთნელის მხარდასაჭერად აქ მისი მოსწავლეებიც მივიდნენ. „აუცილებელია, რომ აქ ვივარჯიშოთ, კარგი დარბაზია. ახლა რა იქნება არ ვიცით, სად უნდა წავიდეთ?!“,– კითხულობს მოკრივე ედგარ კეიანი. აღსრულების ეროვნულ ბიუროში გვითხრეს, რომ აღნიშნული საქმე უწყებაში 2018 წლის 24 ივლისიდანაა და დარბაზის დატოვების შესახებ შუშანიანს არაერთხელ აცნოებს: „ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გასცა აღსრულების ფურცელი 2018 წელის მეშვიდე თვეში, სადაც წერია, რომ ახალციხის მესამე სკოლის დარბაზი თავისი გასახდელებით და ა. შ. დაკავებულია სხვა პირის მიერ, რომ ის უნდა გამოთავისუფლდეს და გადაეცეს სკოლას“. დღესვე, შუშანიანმა ბიუროს შენობის დასაცლელად ერთი თვის ვადა სთხოვა. „ითხოვა დამატებით ერთი თვე და სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ეს ვადა მივეცით“, – აცხადებენ აღსრულების ბიუროში. რა გეგმები აქვს სკოლის ადმინისტრაციას კრივის დარბაზთან დაკავშირებით უცნობია, სკოლის დირექტორმა სუსანა აკოპოვამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია