შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“ჰერეთმა” ბათუმში რადიომაუწყებლობის ლიცენიზია მიიღო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აპრილი 2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, სამაუწყებლო კომპანია ,,ჰერეთს“ ბათუმში, FM97.3-ზე საერთო რადიომაუწყებლობის ახალი ლიცენზია მიანიჭა.

გადაწყვეტილება, კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ განმეორებით სხდომაზე დღეს მიიღო. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ორი ინსტანციის სასამართლო პროცესი, წელიწადნახევრის განმავლობაში გაგრძელდა და ,,ჰერეთის“ სასარგებლოდ დასრულდა.

“ჰერეთის” დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე ამბობს, რიმ საქმე ეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, ჩაშლილად გამოცხადებულ კონკურსს “კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ქ.ბათუმში”, სადაც ჰერეთთან ერთად რადიო “პალიტრაც” მონაწილეობდა. სამხარაძის განმარტებით, ახალი კონკურსი კომისიამ იმავე სხდომაზე გამოაცხადა, თუმცა ჩაშლილ კონკურსზე კონკურსანტებს ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები არ ჩაეთვალათ. გარდა ამისა, კონკურსანტებს ხელახლა უნდა წარედგინათ ახალი დოკუმენტაცია. პალიტრამ ახალ კონკურსზე დოკუმენტაცია ხელახლა წარადგინა, ჰერეთმა კი ჩაშლილი კონკურსი გაასაჩივრა.

სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთი” ახალ, რიგით მეოთხე რადიოსადგურს უახლოეს მომავალში გაუშვებს. ჰერეთი 1998 წლიდან მაუწყებლობს. ის ფლობს სამ რადიოსადგურს: ჰერეთს 102.8, თბილისს FM 93.5 და ინტერნეტ რადიოს – RelaxWebRadio.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია