კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ველისციხეში ორსაუკუნოვანი თეატრალური ცხოვრება გრძელდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 აპრილი 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში თეატრალური ცხოვრება 2 საუკუნეს ითვლის.

თეატრის ისტორია XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. სოფელში, სადაც თეატრის შენობა არ ჰქონდათ, მოყვარული მსახიობები თეატრალურ წარმოდგენებს მემამულეების სახლებში ან ღია ცის ქვეშ ეზოში მართავდნენ.

პირველი წარმოდგენა ერისთავის კომედია ,,ძუნწი“ ივანე ჯანდიერის სახლში დაიდგა. სოფელში ახლა აღნიშნულ ფაქტს კულტურული მიმართულებით მომხდარ მოვლენად მოიხსენიებენ, საიდანაც საფუძველი ჩაეყარა თეატრალურ ცხოვრებას.

მას შემდეგ იყო ბევრი ლიტერატურული და სალონური საღამოები, სპექტაკლები როგორც მოყვარული ასევე ცნობილი მსახიობების მონაწილეობით იდგმებოდა.

სოფელში თეატრის აშენება 1922 წელს დაიწყო და 1923 წელს დამთავრდა. ის 1929-1949 წლებში სახელმწიფო დრამატული თეატრის, ხოლო 1950 წლიდან დღემდე სახალხო თეატრის სახელით ფუნქციონირებს.

ორი საუკუნის წინ დაწყებული ტრადიცია სოფელში დღემდე გრძელდება. მცირე შემოსავლების მქონე კულტურული დაწესებულება სოფელში მცხოვრებლები და თეატრში მომუშავე 13 პირი ენთუზიაზმით,  საქმის სიყვარულით და ახალი წარმოდგენებით მაყურებელს ისევ ახარებს.

იხილეთ თეატრზე მომზადებული ვიდეო:

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია