შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის ,,ალტა ოქეიდან" მოპარული 39 მობილური ტელეფონი არასრულწლოვნებმა ლომბარდში ჩააბარეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 აპრილი 2019
გორის მაღაზია ,,ალტა ოქეიდან" მოპარული მობილური ტელეფონები თბილისში, ლომბარდში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ტექნიკის მაღაზიის ქურდობაში ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან. ამათგან ერთ-ერთი ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და აღნიშნავს, რომ წინა შემთხვევაშიც მონაწილეობდა. მეორე ბრალდებული კი დანაშაულს არ აღიარებს. ქურდობის ბრალდებით დაკავებულია ორი პირი. ორივე 2002 წელს დაბადებული - ი.ბ. და ლ.ა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 8 აპრილს კომპანია "ალტა ოქეის" გორის ფილიალიდან სხვადასხვა მოდელის 27 მობილური ტელეფონი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა - ი.ბ.-მ, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 17 მარტს, ამავე მაღაზიიდან სხვადასხვა მოდელის 12 მობილური ტელეფონი მოიპარა. სულ 49 მობილური. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ასევე, მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია