შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წაღვერის სკოლის მასწავლებელს ეროვნული ბიბლიოთეკის პრიზი გადაეცა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 აპრილი 2019
დღეს, 12 აპრილს თბილისში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი დააჯილდოვა. კონკურსის გამარჯვებული სკოლა „ქორალის“ პედაგოგი ნათია ფურცელაძე გახდა. საუკეთესო ხუთეულში მოხვედრილ პედაგოგებს: წაღვერის საჯარო სკოლის მასწავლებელს მონიკა ჭანტურიას და აფხაზეთის მეათე სკოლის (რომელიც ამჟამად ჩხოროწყუში მდებარეობს) მასწავლებელს, სოფიო გოგოხიას სპეციალური პრიზები გადაეცათ.თითოეულ საგანში საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივაა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს. ასევე დაგეგმილია კონკურსი „წლის საუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. სპეციალური ჯილდოა განკუთვნილი იმ „დამსახურებული მასწავლებლებისათვის“, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია