შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში, დასახლებული პუნქტიდან სამ კილომეტრში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 აპრილი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ჩუნიის ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლი ბუჩქნარს და  წიწვოვან ხეებს უკიდია.

სოფელ უჩხუბიდან სამ კილომეტრში მდებარე ტყეში, სადაც ტრანსპორტით მისვლა შეუძლებელია, სახანძრო და სამაშველო ბრიგადებს ცეცხლის ჩაქრობის პროცესი უძნელდებათ. 

როგორც "გურიის მოამბეს" მისი წარმომადგენელი ადგილიდან ატყობინებს, ადგილზე საკმაოდ ძლიერი ხანძარია და იქ ახალ-ახალი კერებიც  ჩნდება. 

ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილი არ არის,  მოხდება თუ არა ადგილზე დამატებითი ძალების გამოძახება. თუმცა, ის, რომ ხანძარმა შესაძლოა დასახლებულ პუნქტს პრობლემა შეუქმნას, ამას ხანძრის მასშტაბები მოწმობს. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია