შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩემი სახლის მმართველი, ჩემი მომავლის მმართველი" - ქუთაისში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 სექტემბერი 2018

ქუთაისში სასტუმრო "ბაგრატი 1003"-ში ახალი პროექტის "ჩემი სახლის მმართველი, ჩემი მომავლის მმართველი" პრეზენტაცია გაიმართა.

 

პრეზენტაციის თემა იყო"პროფესიული განათლების პერსპექტივები საბინაო სექტორში, იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის". პროექტის მიზანია, მოხდეს იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების გადამზადება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკითხებზე და გერმანული გამოცდილების საფუძველზე მომზადდეს ჰაუსმეისტერები დევნილთა ჩასახლებებისთვის.

 

პროექტის რვა საუკეთესო მონაწილე სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება გერმანიაში,სადაც გაეცნობიან ამხანაგობების მუშაობის სპეციპიკასა და ადგილობრივ კანონმდებლობას.

 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების, ქუთაისის თვითმართველობის ,არასამთავრობო ირგანიზაციების ,დევნილთა ჩასახკებებში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგებლები.

 

პროექტს ახორციელებს "ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროოაში",საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენრტი აფხაზეთი, "ევროპის საგანმანათლებლო ცენტრი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და უძრავი ქონებისთვის,განათლების,განვითარების და დასაქმების ცენრტი,გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

 

ლიკა კაკუშაძე

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია