გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩუნიის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 აპრილი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედი-გომი-ვაკიჯვარის საზღვარზე, დასახლებული პუნქტიდან 10 კმ დაშორებით გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. 

ცეცხლმა, რომელიც დღის მეორე ნახევარში  ჯერ ეკალ-ბარდებს გაუჩნდა, შემდეგ კი ხეებს მოედო, დაახლოებით 15  ჰა ტერიტორია მოიცვა.  

 ჩუნიის ტყეში ოზურგეთთან ერთად, აჭარიდან და სამეგრელოდან  70 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. 

რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო მანქანების შესვლა ვერ ხერხდებოდა და ძირითადად ცოცხალი ძალა მუშაობდა. 

როგორც ადგილიდან გვატყობინებენ, ამ ეტაპზე ცხეცხლის პატარა კერებია დარჩენილი, რასაც აკონტროლებენ და რამდენიმე ბრიგადა იქ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია