შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურიაში ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია გააცნეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 აპრილი 2019

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის წარდგენის მიზნით, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის სპეციალისტები, სახელმწიფო რწმუნებული გურიაში ზურაბ ნასარაია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სიმინდის მასივების მფლობელ ფერმერებს ხვდებიან.

საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ, შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფოს მიერ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, 2019 წელს დაგეგმილი და უკვე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია სპეციალისტებისაგან მიიღონ. აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლისას მაქსიმალური ეფექტის მისაღებად აუცილებელია ფერმერებისა და მოსახლეობის ჩართულობა.

დაინტერესებულ პირებს ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.parosana.ge-ზე და მოკლე ტექსტური გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია